Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრეზიდენტი მნიშვნელოვანი ვიზიტით ჩავიდა ინდოეთში


პაკისტანის პრეზიენტი, ასიფ ალი ზარდარი არაოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ინდოეთში. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, რომ პაკისტანის სახელმწიფოს მეთაური ინდოეთს სტუმრობს. ზარდარი შეხვდება ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, მანმოჰან სინგჰს, შემდეგ კი რაჯასტანში მუსულმანებისთვის მნიშვნელოვან სალოცავ ადგილს ეწვევა. მიუხედავად იმისა, რომ პაკისტანის და ინდოეთის ოფიციალური წარმომადგენლები ზარდარის ჩასვლას „კერძო“ ვიზიტს უწოდებენ, ამ ფაქტმა მაინც აღძრა ორი ქვეყნის დაძაბულ ურთიერთობაში დადებითი გარღვევის მიღწევის იმედი. დაძაბულობა რამდენიმე ფაქტორს ემყარება - მათ შორის კამათის საგნად ქცეულ ქაშმირის რეგიონს და ინდოეთის წინააღმდეგ პაკისტანიდან განხორციელებულ ექსტრემისტულ ქმედებებს. ზარდარის მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში ამ საკითხებთან მიმართებით მნიშვნელოვანი გარღვევა მოსალოდნელი არ არის.
XS
SM
MD
LG