Accessibility links

logo-print

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში არჩევნები ჩატარებულად ჩაითვალა


სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. დე-ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ადგილობრივი დროით 2 საათზე ამომრჩევლის 47 პროცენტზე მეტს ჰქონდა მონაწილეობა მიღებული - შესაბამისად, არჩევნები ჩატარებულად ჩაითვალა. კენჭისყრა ორ კანდიდატს შორის იმართება - უშიშროების სამსახურის ყოფილ უფროსს, ლეონიდ თიბილოვსა და დე-ფაქტო რესპუბლიკის ომბუდსმენს, დავით სანაკოევს შორის. 25 მარტს გამრთულ პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა ამ ორმა კანდიდატმა მიიღო - თიბილოვს ხმების 42.48 პროცენტი ერგო, სანაკოევს - 24.58 პროცენტი. 25 მარტის არჩევნები, თავის მხრივ, განმეორებითი იყო, ვინაიდან შარშან ნოემბერში გამართული კენჭისყრის შედეგები, რომელთა თანახმად გამარჯვება ოპოზიციურმა კანდიდატმა, ალა ჯიოევამ მოიპოვა, გაუქმებულ იქნა. არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობა - გარდა რუსეთისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნისა, რომელთაც სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვთ.
XS
SM
MD
LG