Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები დასრულდა


სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. კენჭისყრა ორ კანდიდატს შორის იყო - უშიშროების სამსახურის ყოფილ უფროსს, ლეონიდ თიბილოვსა და დე-ფაქტო რესპუბლიკის ომბუდსმენს, დავით სანაკოევს შორის.

ლეონიდ თიბილოვის საარჩევნო შტაბიდან გავრცელებული ცნობებით, არჩევნების ლიდერი ის არის. შტაბის თანახმად, თიბილოვმა ხმების 54.42 პროცენტი მიიღო, სანაკოევმა - 42.89 პროცენტი.

როგორც დე-ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ბელა პლიევამ ჟურნალისტებს აცნობა, არჩევნებმა ექსცესების გარეშე ჩაიარა. გავრცელებული ცნობებით, არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 65 პროცენტზე მეტმა მიიღო.

არჩევნების პირველი ტური 25 მარტს გაიმართა დე-ფაქტო რესპუბლიკაში. 25 მარტის არჩევნები, თავის მხრივ, განმეორებითი იყო, ვინაიდან შარშან ნოემბერში გამართული კენჭისყრის შედეგები, რომელთა თანახმად გამარჯვება ოპოზიციურმა კანდიდატმა, ალა ჯიოევამ მოიპოვა, გაუქმებულ იქნა.

არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობა - გარდა რუსეთისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნისა, რომელთაც სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვთ.
XS
SM
MD
LG