Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში ოპოზიციის მხარდამჭერთა აქცია გაიმართა


აზერბაიჯანში, ბაქოში, ოპოზიციის მხარდამჭერებმა ანტი-სამთავრობო აქცია გამართეს რეფორმების გატარების და ავტორიტარი პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის გადადგომის მოთხოვნით. მათ მოთხოვნებში ასევე შედიოდა იმ პატიმართა განთავისუფლება, რომლებიც შარშანდელი ანტი-სამთავრობო გამოსვლების დროს დააპატიმრეს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, დემონსტრაციაში მონაწილეობა 10,000-ზე მეტმა პირმა მიიღო. ბაქოს პოლიცია ბევრად უფრო ნაკლებ რაოდენობას - დაახლოებით 1,200 მონაწილეს - ასახელებს. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა აზერბაიჯანში შექმნილი სიტუაცია შეადარა არაბულ ქვეყნებს, რომლებსაც შარშან ამბოხების ტალღამ გადაუარა და შედეგად რამდენიმე რეჟიმის დამხობა მოიტანა.
XS
SM
MD
LG