Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის მთავრობას ოპოზიციისგან „წერილობითი გარანტიები“ სურს


სირიის მთავრობამ დღეს განაცხადა, რომ ქალაქებიდან თავისი ჯარის გაყვანამდე ოპოზიციის მხრიდან „წერილობითი გარანტიების“ მიღება სურს. სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ეს განცხადება ორი დღით უსწრებს წინ გაეროს მიერ მხარდაჭერილ ბოლო ვადას, რომელიც ზავის დასამყარებლად დაწესდა. სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი დათანხმდა გაეროს მიერ შემუშავებულ საზავო შეთანხმებას, რომელიც 10 აპრილს უნდა ამოქმედდეს. მაგრამ კვირას გავრცელებულ განცხადებაში საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ აქამდე გავრცელებული ცნობები, თითქოს დამასკი ქალაქებიდან თავის ჯარს გაიყვანდა, „არასწორ ახსნას“ წარმოადგენდა. შაბათს სირიაში ძალადობის მასშტაბის ზრდა აღინიშნა. იდლიბის და ალეპოს პროვინციებში, ისევე როგორც ქალაქ ჰამაში, ლათამნეს შემოგარენში აფეთქებებს 160 ადამიანი შეეწირა. ღრმავდება შიში, რომ დამასკი საზავო შეთანხმების იგნორირებას მოახდენს.
XS
SM
MD
LG