Accessibility links

საფრანგეთი ”მიუღებელს” უწოდებს დამასკის მოთხოვნებს


საფრანგეთმა დაგმო დამასკის ახალი მოთხოვნები და მათ ”მიუღებელი” უწოდა. სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც ოპოზიციისგან მოითხოვს ”წერილობით გარანტიებს” ბრძოლის შეწყვეტის შესახებ. დამასკი ამ პირობის შესრულების შემდეგ აპირებს თავისი ძალების ქალაქებიდან გამოყვანას. სირიის ხელისუფლებას აგრეთვე სურს, რომ უცხო ქვეყნების მთავრობებმა შეწყვიტონ სირიის ოპოზიციის დაფინანსება. ცეცხლის შეწყვეტა გაეროს საგანგებო წარგზავნილის კოფი ანანის სამშვიდობო გეგმის ნაწილია. სირიის თავისუფალი არმიის მეთაურმა რიად ალ-ასაადმა სირიის პრეზიდენტი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. მზარდი ძალადობა სირიაში აძლიერებს ეჭვს, რომ ცეცხლის შეწყვეტა ვერ შედგება. ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით, კვირას სირიაში ათეულობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა, სირიის ხელისუფლების ძალების მიერ თურქეთის საზღვართან მდებარე რეგიონში განცორხიელებული შეტევის შედეგად.
XS
SM
MD
LG