Accessibility links

logo-print

”ჰიუმან რაიტს უოჩი” - სირიის მთავრობამ სიკვდილით დასაჯა 100-ზე მეტი ადამიანი


”ჰიუმან რაიტს უოჩი” აცხადებს, რომ სირიის სამთავრობო ძალებმა სიკვდილით დასაჯეს 100-ზე მეტი ადამიანი, უმრავლესობა - სამოქალაქო პირები. დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ სიკვდილით მასობრივი დასჯა განხორციელდა ჰომსისა და იდლიბის პროვინციებში. ”ჰიუმან რაიტს უოჩის” ანგარიშში შევიდა მხოლოდ თვითმხილველთა მიერ დადასტურებული შენთხვევები. სიკვდილით დასჯის შემთხვევებს ადგილი ჰქონდა ბოლო ოთხი თვის მანძილზე, ყველაზე მეტი მარტში განხორციელდა.
XS
SM
MD
LG