Accessibility links

logo-print

პრეზიდენტი სტეფანწმინდაში იმყოფებოდა


საქართველოს პრეზიდენტი იმყოფებოდა სტეფანწმინდაში, სადაც დეკემბერში გახსნილი სამედიცინო ცენტრი დაათვალიერა, ახალი სასტუმროს მშენებლობით დაინტერესდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ”აქაურობა უნდა ვაქციოთ ისეთ მაგარ ადგილად, რომ საერთოდ ვერავის წარმოედგინოს, აქ თუ სიღარიბე იყო”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, წლის ბოლოს დაიწყება მშენებლობა გვირაბისა, რომელიც სტეფანწმინდას დანარჩენ საქართველოსთან დააკავშირებს და თბილისამდე მგზავრობას საათ-ნახევრი დასჭირდება. პრეზიდენტი დღეს იმყოფებოდა რუსეთთან საზღვარზე მდებარე ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზეც, სადაც რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსულ მოქალაქეებს შეხვდა.
XS
SM
MD
LG