Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჰიუმან რაიტს უოჩი“: სირიის ჯარი მოქალაქეებს სიკვდილით სჯის


ნიუ-იორკში განთავსებული უფლებადამცველი ორგანიზაცია, „ჰიუმან რაიტს უოჩი“ აცხადებს, რომ სირიაში მთავრობის ძალებმა ბოლო თვეების განმავლობაში 100-ზე მეტი ადამიანი - ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქე - დახვრიტეს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ადამიანების სიკვდილით დასჯა ჯგუფურად ხდება. კერძოდ, ორგანიზაცია იუწყება, რომ ასეთი შემთხვევა რამდენჯერმა მოხდა ჰომსისა და იდლიბის მღელვარე პროვინციებში. ამასთან, „ჰიუმან რაიტს უოჩი“ წერს, რომ გავრცელებულ ანგარიშში მხოლოდ თვითმხილველების მიერ დადასტურებული ფაქტები შეიტანა - ისე კი ინფორმაცია სხვა მსგავსი ინციდენტების შესახებაც აქვს მიღებული. საერთაშორისო ძალების მიერ შემუშავებული გეგმა, რომელიც სირიაში უკვე 13 თვის განმავლობაში მიმდინარე სისხლისღვრის შეჩერებას ისახავს მიზნად, როგორც სჩანს, ჩაშლის პირასაა. პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობამ დათქმული ბოლო ვადის ამოქმედებამდე სულ ცოტა ხნით ადრე წამოჭრა ახალი მოთხოვნები - რომლებიც ქვეყნის ყველაზე მსხვილმა მეამბოხე ჯგუფმა მყისიერად უარყო. საზავო ხელშეკრულება, რომელიც სირიის კრიზისში გაეროსა და არაბთა ლიგის ერთობლივმა წარმომადგენელმა, კოფი ანანმა შეიმუშავა სამშაბათს, 10 აპრილს უნდა ამოქმედებულიყო.
XS
SM
MD
LG