Accessibility links

logo-print

თეირანი ადასტურებს, რომ მოლაპარაკება სტამბოლში გაიმართება


თეირანი აცხადებს, რომ თავისი ბირთვული პროგრამის შესახებ საერთაშორისო მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი 14 აპრილს, სტამბოლში გაიმართება. მოლაპარაკება შედგება ერთი მხრივ ირანს, მეორე მხრივ კი ბრიტანეთს, ჩინეთს, საფრანგეთს, გერმანიას, რუსეთს და აშშ-ს შორის, მისი მიზანი კი ირანის ბირთვული ქმედებების ირგვლივ შექმნილი კრიზისის განმუხტვა იქნება. ირანმა პირველ ეტაპზე თანხმობა განაცხადა მოლაპარაკების სტამბოლში ჩატარებაზე - თუმცა მოგვიანებით ირანის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ თურქეთში ჩასვლა აღარ სურდათ იმის გამო, რომ თურქეთი ირანის მოკავშირე ქვეყანაში, სირიაში, ოპოზიციას ეხმარება. სტამბოლის ნაცვლად მოლაპარაკების ადგილად ბაღდადი დასახელდა. თუმცა ორშაბათს ირანის ეროვნული უშიშროების უზენაესმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დადასტურებულია, რომ მოლაპარაკების პირველი რაუნდი შაბათს, 14 აპრილს, სტამბოლში გაიმართება. განცხადების თანახმად, პირველი რაუნდი თუ ნაყოფიერი აღმოჩნდება, მეორე რაუნდი შეიძლება ბაღდადში შედგეს.
XS
SM
MD
LG