Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დედათა კომიტეტი“ საქართველოს პრეზიდენტს პატიმრების შეწყალებას სთხოვს


არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაცია „დედათა კომიტეტი" შესაწყალებელ პატიმართა საქმეების პირადად შესწავლის თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს. ამ საკითხზე 10 აპრილს პატიმართა დედების საგანგებო შეკრების გამართავს აპირებს. ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, "დედათა კომიტეტი" საქართველოს პრეზიდენტს სთხოვს იმ პატიმართა შეწყალებას, რომლებსაც ურთულესი ოჯახური თუ პირადი მდგომარეობა აქვთ. თითოეული მათგანის გასაჭირი დეტალურად არის აღწერილი პრეზიდენტის სახელზე გაგზავნილ განცხადებებში", - აღნიშნულია "დედათა კომიტეტის" მიერ დღეს საღამოს გავრცელებულ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG