Accessibility links

logo-print

ბაჰრეინში აფეთქებისას 7 პოლიციელი დაიჭრა


ბაჰრეინის დედაქალაქის მანამის გარეუბანში თვითნაკეთი ბომბის აფეთქების შედეგად შვიდი პოლიციელი დაიჭრა. აფეთქება გაისმა საპროტესტო აქციისას, რომელზეც დაპატიმრებული აქტივისტის გათავისუფლებას ითხოვდნენ. კვირას ბაჰრეინმა უარი განაცხადა პოლიტპატიმარ აბდულჰადი ალ-ჰავაჯუს ექსტრადიციაზე, რომელიც დანიის მოაქალაქეც არის. დანია ითხოვდა ოპოზიციონერის გადაცემას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.
XS
SM
MD
LG