Accessibility links

logo-print

დადასტურდა, რომ მასობრივი მკვლელი ბრეივიკი შერაცხადია


ახალმა ფსიქიატრიულმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ მასობრივი მკვლელი, ენდერს ბერინგ ბრეივიკი შერაცხადია, რაც იმას ნიშნავს, რომ გასამართლების შემდეგ მას შეიძლება პატიმრობა მიუსაჯონ. ეს დასკვნა საპირისპიროა ადრინდელი გამოკვლევის შედეგისა, რომლის თანახმად, ბრეივიკი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში უნდა მოეთავსებინათ ციხის ნაცვლად. 33 წლის ნორვეგიელს 16 აპრილს გაასამართლებენ; მას ბრალად ედება ტერორიზმი და მასობრივი ხოცვა. ბრეივიკმა შარშან ივლისში აფეთქება მოაწყო ოსლოში, შემდეგ კი ცეცხლი გაუხსნა ახალგაზრდების ჯგუფს, რასაც 77 ადამიანი ემხვერპლა. ბრეივიკი აღიარებს თავდასხმებს, მაგრამ თავს დანაშავედ არ თვლის, აცხადებს რა, რომ ასეთი ქმედება აუცილებელია, როგორც ის უწოდებს, ევროპაში ისლამთან სამოქალაქო ომში.
XS
SM
MD
LG