Accessibility links

logo-print

ანანი: ძალადობა სირიაში წინაპირობების გარეშე უნდა დასრულდეს


საერთაშორისო წარგზავნილის, კოფი ნანის თანახმად, სისხლისღვრა სირიაში ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უნდა დასრულდეს. ეს გაეროს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა თურქეთში განაცხადა. გაეროსა და არაბთა ლიგის მიერ მიღწეული სამშვიდობო გეგმის თანახმად, სირიის ჯარებს უნდა დაეწყოთ ქალაქების დატოვება სამშაბათს, რასაც ხუთშაბათს, 12 აპრილს, ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოჰყვეს. აქტივისტები იუწყებოდნენ, რომ სამთავრობო ჯარებმა ქალაქებს, ჰამას და ჰომსს სამშაბათს ცეცხლი გაუხსნეს. ჰასაკეჰის პროვინციიდან კი იტყობინებიან, რომ დადუგენელმა პირებმა ექვსი ჯარისკაცი მოკლეს. სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვალიდ მუალემმა რუსეთში ვიზიტისას, განაცხადა, რომ არმიის ნაწილები გაყვანილია ზოგიერთი არეალიდან და დაკავებულთა ნაწილიც გაათავისუფლეს. მანვე თქვა, რომ ტერორისიტულმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა დღის განმავლობაშ წინააღმდეგობა გააძლიერეს. მანი მოითხოვა კოფი ანანისგან გარანტია, რომ გეგმის თანახმად, მთავრობის ჯარზე თავდასხმებს შეწყვეტენ ოპოზიციის ძალები. მასპინძელმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სირიამ სამშვიდობო გეგმის განხორცილებისას უფრო გადაჭრით უნდა იმოქმედოს.
XS
SM
MD
LG