Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის მიმალვაში მყოფი ვიცე-პრეზიდენტი თურქეთში ჩავიდა


ერაყის ვიცე-პრეზიდენტი, ტარიქ ალ-ჰაშიმი, რომელიც ერაყის მართლმსაჯულებას გაურბის, დღეს თურქეთში, სტამბოლში ჩავიდა. მანამდე ის კატარსა და საუდის არაბეთს ეწვია. ჰაშიმის, სუნიტი პოლიტიკოსს, შიიტების ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობა ბრალად სდებს ტერორიზმთან კავშირში. მასზე დაპატიმრების ორდერია გაცემული, თუმცა ჰაშიმიმ თავი ქურთისტანის ავტონომიას შეაფარა, რასაც პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა ერაყში. თურქეთში მისი ვიზიტის მიზნების დეტალები არ გავრცელებულა.
XS
SM
MD
LG