Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიკ სანტორუმი გამოეთიშა რესპუბლიკური პარტიის კანდიდატთა შეჯიბრს


შეერთებული შტატების ყოფილმა სენატორმა, რესპუბლიკელმა რიკ სანტორუმმა დღეს განაცხადა, რომ წყვეტს საპრეზიდენტო კანდიდატის კამპანიას, რათა მეტი დრო დაუთმოს მის 3 წლის ავადმყოფ გოგონას, რომელიც გასულ კვირას საავადმყოფოში მოათავსეს. სანტორუმის უარის შედეგად სამამდე შემცირდა რესპუბლიკური პარტიის კანდიდატთა სია, რომლებიც ერთმანეთთან პაექრობაში არკვევენ იმ ერთიანი კანდიდატის ვინაობა, რომელიც ნოემბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ ბარაკ ობამას დაუპირისპირდება. სანტორუმი რესპუბლიკელთა შორის ყველაზე სოციალ-კონსერვატორად ითვლებოდა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა ევანგელისტ ქრისტიანებში. სანტორუმის უარის შემდეგ, რესპუბლიკური პარტიის ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატობას მასაჩუსეტსის ყოფილ გუბერნატორ მიტ რომნის უწინასწარმეტყველებენ. დანარჩენი ორი კანდიდატი ნიუტ გინგრიჩი და რონ პოლი ოფიციალურად კვლავ მონაწილეობენ კონკურსში, თუმცა, მათი შანსები ნომინაციის მოსაგებად, ერთობ მცირეა.
XS
SM
MD
LG