Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოფი ანანი შეხვდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს


გაეროსა და არაბთა ლიგის საგანგებო წარგზავნილი სირიის საკითხში კოფი ანანი დღეს თეირანში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ანანი ირანს სირიაში ძალადობის დასრულების შესახებ მისი სამშვიდობო გეგმის მხარდაჭერას სთხოვს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალი აკბარ სალეჰიმ განაცხადა, რომ ბაშარ ასადი უნდა დარჩეს სირიის სათავეში იმის მიუხედავად, თუ როგორ გაგრძელდება კონფლიქტი. სალეჰი თვლის, რომ ასადის გადადგომა სირიაში ”ძალაუფლების ვაკუუმს” შექმნის, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვება. სირიის საკითს დღეს ვაშინგტონში განიხილავენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.
XS
SM
MD
LG