Accessibility links

logo-print

ინდონეზიაში ცუნამია მოსალოდნელი


ინდონეზიამ ინდოეთის ოკეანეში ცუნამის საფრთხის შესახებ ცნობა გაავრცელა. ოკეანის ფსკერზე, აჩეს პროვინციის ახლოს მოხდა 8,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, რომელიც საგრძნობი იყო სინგაპურში, ტაილანდში, მალაიზიასა და ინდოეთშიც. ცუნამის შესახებ გაფრთხილება ინდოეთმაც გაავრცელა. ინდოეთის აღმოსავლეთ სანაპიროსთან 6 მეტრის სიმაღლის ტალღებს მოელიან. 2004 წლის დეკემბერში ცუნამის შედეგად აჩეს პროვინციაში დაახლოებით 170 000 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG