Accessibility links

ანანი ირანს სირიაზე ზემოქმედებისაკენ მოუწოდებს


სირიის საკითხებში საერთაშორისო წარგზავნილის კოფი ანანის თქმით, „კონფლიქტის ნებისმიერი შემდგომი მილიტარიზება სირიაში კატასტროფული იქნება. ანანმა მოუწოდა სირიის მთავარ მოკავშირეს ირანს, რათა მხარი დაუჭიროს მის სამშვიდობო გეგმას. გაეროს საგანგებო წარგზავნილი დღეს თეირანში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ალი აკბარ სალეჰის შეხვდა. ანანი ზეწოლას აგრძელებს დამასკზე, რათა სამთავრობო ჯარებმა და ტანკებმა დატოვონ ქალაქები და შეწყდეს ყოველგვარი ძალადობა 48 საათის განმავლობაში. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალი აბდულა სალეჰიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი უნდა დარჩეს ხელისუფლებაში მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდება კონფლიქტი სირიაში. სალეჰი შიშობს, რომ ასადის გადადგომის მოწოდებამ შესაძლოა გამოიწვიოს „ხელისუფლების კრიზისი“ სირიაში, რასაც მძიმე შეედეგები მოჰყვება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, სირიის კრიზისზე მოლაპარაკებას გამართავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.
XS
SM
MD
LG