Accessibility links

logo-print

ინდონეზიაში 8,7 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა


ინდონეზიის კუნძულ სუმრატას სანაპიროზე 11 აპრილს მძლავრი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურების ინფორმაციით მიწისძვრის სიმძლავრე 8,7 ბალით განისაზღვრა. ბიძგები ტაილანდში, ინდოეთსა და სინგაპურშიც იგრძნობოდა. ინდონეზიის ხელისუფლებამ გააფრთხილა მოსახლეობა მოახლოებული ცუნამის საფრთხის შესახებ, თუმცა, სტიქიის ნიშნები გეოლოგებმა ვერ აღმოაჩინეს. პროვინცია აჩეხში, სადაც მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობს, ინდონეზიის ხელისუფლებამ მაშველთა რაზმები გაგზავნა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ არსებობს. 2004 წლის დეკემბერში, აჩეხის რეგიონს თავსდატეხილი ცუნამის შედეგად 170 ათასი ადამიანი დაიღუპა. მთლიანად კი სტიქიურმა უბედურებამ 8 წლის წინ 230 ათასი კაცი იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG