Accessibility links

logo-print

რუსეთში ეთნიკური აზერბაიჯანელი მოკლეს


რუსეთის მედიის თანახმად, მოსკოვში აღმოაჩინეს აზერბაიჯანული ეროვნების რუსეთის მოქალაქის გვამი, რომელსაც ყელი ჰქონდა გამოჭრილი. 33 წლის მეტინ მეხტიევი, 10 აპრილს სურსათის მაღაზიიდან შინ ბრუნდებოდა, როდესაც მოძალადეთა ჯგუფი მას თავს დაესხა ცენტრალური მოსკოვის ერთ-ერთ რაიონში. მეხტიევი ისლამის კულტურულ ცენტრში მუშაობდა და ასევე ჩაბმული იყო სხვადასხვა ისლამური ჯგუფის საქმიანობაშიც. ყოფილი კოლეგების ჩვენებით, ხუთი კაცისაგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელში ქალიც იყო, ჯერ სცემა მეხტიევი, შემდეგ კი ყელში დანა გამოუსვა. თვითმხილველთა, თქმით მკვლელობა ჩადენილია ეთნიკური ძალადობის ნიადაგზე. დანით მიყენებული ჭრილობებით მოკლული მამაკაცის გვამის აღმოჩენა მოსკოვის პოლიციამაც დაადასტურა, თუმცა უარი თქვა დამატებითი დეტალებზე საუბრისაგან.
XS
SM
MD
LG