Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონის თანახმად აშშ-ი აზიაში ძალების გადაჯგუფებას ახდენს


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის თანახმად, აშშ-ი მისი სამხედრო ძალების გადაჯგუფებას ახდენს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, რათა გაუმკლავდეს უსაფრთხოების მზარდ გამოწვევებს. ანაპოლისში, საზღვაო აკადემიის მსმენელების წინაშე სიტყვით გამოსვლისას კლინტონმა იმ ნაბიჯებზეც ისაუბრა, რაც ავსტრალიაში სამხედრო ჯარების როტაციის, სინგაპურში საზღვაო ხომალდების მოდერნიზებისა და ჩინეთთან სამხედრო კავშირების გაუმჯობესებისაკენ არის მიმართული. კლინტონმა უარყო მოსაზრება, თითქოს აშშ-ი ცდილობდეს შეაჩეროს ჩინეთის, როგორც სწრაფად განვითარებადი სახელმწიფოს წინსვლა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ორ ქვეყანას, როგორც არასოდეს, ისეთი მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვთ.
XS
SM
MD
LG