Accessibility links

ბელორუსიაში მეტროში მომხდარი ტერაქტის პირველ წლისთავი აღნიშნება


11 აპრილს ბელორუსიაში აღნიშნება წლისთავი მინსკის მეტროში მომხდარი ტერაქტისა, რომლის შედეგადაც 15 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა. ხსოვნის ღონისძიება იმ მეტროსადგურთან და იმ დროს დაიწყება, პრაღის დროით 16:50 წუთზე, როდესაც ტერორისტებმა ასაფეთქებელი ნივთიერება მოქმედებაში მოიყვანეს. დანაშაულში ბრალდებულ ორ 26 წლის ახალგაზრდას ბელორუსიის სასამართლომ, სარეკორდო დროში მიუსაჯა დახვრეტა. სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომელიც ციხის სპეციალურმა პერსონალმა მალევე მოიყვანა სისრულეში, ბევრი შეკითხვა წარმოშვა დანაშაულის მოტივების თაობაზე. ბელორუსიამ, რომელიც ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, სადაც სიკვდილით დასჯა არსებობს, უგულებელყო ევროკავშირის მოწოდება, არ განეხორციელებინა მეტროს აფეთქებაში დადანაშაულებული პირების სიკვდილით დასჯა.
XS
SM
MD
LG