Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო მოითხოვს ვსესვიატსკოეს სასაფლაოზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაციას


საქართველო რუსეთისგან მოითხოვს ინფორმაციას მოსკოვთან მდებარე ვსესვიატსკოეს სასაფლაოს ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ. არსებული ინფორმაციით, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელთა საფლავებს განადგურების საფრთხე შეუქმნა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნაგებობამ, რომელსაც ადგილობრივი ბერები აშენებენ. ვსესვიატსკოეს სასაფლაო მდებარეობს მეფე არჩილ მეორის ქალიშვილის, დარეჯან ბატონიშვილის ინიციატივით მე-18 საუკუნეში აშენებული ტაძრის ტერიტორიაზე, რომელიც მოსკოვის ეპარქიის მფლობელობაშია. არსებობს მონაცემები, რომ ვსესვიატსკოეშია დაკრძალული სულხან-საბა ორბელიანიც. შვეიცარიის შუამავლობით რუსეთისთვის გაგზავნილ ოფიციალურ ნოტაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს დეტალურ ინფორმაციას არსებული ვითარების შესახებ, მშენებლობის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში მისი შეჩერების საკითხს დასვამს და დაიწყებს მუშაობას ნეშტების საქართველოში გადასვენებისთვის.
XS
SM
MD
LG