Accessibility links

logo-print

აშშ-ს აეჭვებს დამასკის მხრიდან ზავის დაპირება


აშშ გამოახატავს დაეჭვებას იმის შესახებ, თუ რაოდენ სანდოა სირიის მთავრობის მიერ დადებული პირობა ადგილობრივი დროით დილის 6 საათიდან ზავის დაცვის თაობაზე. გაეროში აშშ-ის ელჩმა, სიუზან რაისმა ნიუ-იორკში შეკრებილ ჟურნალისტებს უთხრა: „მოდით, მკაფიოდ ვთქვათ რასთან გვაქვს საქმე. ბრძოლა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სირიის მთავრობის მიერ 1 აპრილს დადებული პირობის შემდეგ - რომლის თანახმადაც ძალადობა უკვე გუშინ უნდა შეწყვეტილიყო - ბრძოლამ, სინამდვილეში, ინტენსიფიკაცია განიცადა. შესაბამისად, ამ გამოცდილების გათვალისწინებით, მათ მიერ დადებული პირობების სანდოობის ხარისხი, თუკი საერთოდ არსებობს, მცირეა. ამას ჩემი ეროვნული უფლებამოსილების პოზიციიდან ვამბობ“. უფრო ადრე სირიის კრიზისში გაეროსა და არაბთა ლიგის ერთობლივმა წარმომადგენელმა, კოფი ანანმა თქვა, დამასკმა შემატყობინა, რომ სამხედრო ოპერაციებს ხუთშაბათამდე შეწყვეტსო. თუმცა სირიის მთავრობა აცხადებს, რომ უფლებას იტოვებს უპასუხოს მეამბოხეთა მიერ განხორციელებულ ნებისმიერ თავდასხმას.
XS
SM
MD
LG