Accessibility links

ვაშინგტონში ”დიდი რვიანის” შეხვედრა დაიწყო


ვაშინგტონში გაიხსნა ”დიდი რვიანის” ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა. სხდომა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გახსნა. მან თქვა, რომ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სირიაში არსებული ვითარების განხილვაა, სადაც დღეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა შევიდეს ძალაში. დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, კანადის, აშშ-ის, იაპონიისა და რუსეთის საგარეოპოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელები ასევე განიხილავენ ირანის ბირთვული პროგრამასთან დაკავშირებულ ვითარებას, ჩრდილოეთ კორეაში დაგეგმილი რაკეტის გაშვებას და ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტს.
XS
SM
MD
LG