Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მძღოლებისთვის ჯარიმები პრევენციისათვის გამკაცრდება


მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, გია ხუროშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საგზაო წესების დარღვევებისთვის ჯარიმების გამკაცრება, პრევენციის აუცილებლობითაა გამოწვეული. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, ღერძულა ხაზის გადაკვეთის გამო ჯარიმის 50 ლარიდან 100 ლარამდე იზრდება, წელიწადში მეორე დარღვევისთვის კი ჯარიმა 200 ლარიანი იქნება. ასევე, მკაცრდება ჯარიმები მანევრირების წესების დარღვევებისთვის და მოძრაობის შეფერხება – საცობების შექმნისთვის. გია ხუროშვილის თქმით ერთი წლის განმავლობაში ავტოავარიების შედეგად დაახლოებით 2000–მდე ადამიანია დაზარალებული, საიდანაც 200 გარდაიცვალა. მისი თქმით, დღეს არსებული ჯარიმები პრევენციის ფუნქციას ვერ ასრულებს და ამიტომ, რიგ დარღვევებზე ჯარმების გამკაცრების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
XS
SM
MD
LG