Accessibility links

logo-print

დასახელდა 2011 წლის ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2011 წლის ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად გამოცხადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის "საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის" პროექტის ფარგლებში. მისმა ხელმძღვანელმა ლევან ავალიშვილმა თბილისში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრომ უარი თქვა ყველა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე. საჯარო ინფორმაციის შეზღუდვისთვის სერტიფიკატები მიიღეს შსს-ს მომსახურების სააგენტომ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ, ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციამ და ათზე მეტმა გამგეობამ. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის სპეციალური ჯილდოები დაიმსახურა 14-მა სამსახურმა, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატმა, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, ეროვნულმა ბანკმა და იურიდიული დახმარების და სტატისტიკის სამსახურებმა.
XS
SM
MD
LG