Accessibility links

logo-print

"თავისუფალი საქართველოს" წინასაარჩევნო კამპანიას "საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის" წევრები დააფინანსებენ


პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს" წინასაარჩევნო კამპანიას "საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის" წევრები დააფინანსებენ. კონგრესის თავმჯდომარემ, რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე ებრალიძემ და პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ ამ თემაზე ისაუბრეს თბილისში Presage.tv-ის მედიაკლუბში, სადაც ებრალიძე Skype-ს მეშვეობით ჩაერთო. მისი განცხადებით, იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღებას ვერ ახერხებს და შესაბამისად პოლიტიკურ პროცესებში ვერ ერთვება, გადაწყვიტა მხარი "თავისუფალ საქართველოს" დაუჭიროს. ებრალიძემ აღნიშნა, რომ ამ პარტიას მხარს უჭერს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორა, რადგან "თავისუფალ საქართველოს"პოლიტიკური კურსი ეფუძნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ალექსანდრე ებრალიძის თქმით, კონგრესი გაუწევს ორგანიზებას საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის პროცესს, მოახდენს მათ რეგისტრაციას და არჩევნების დღეს ორგანიზებას გაუწვეს საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებში ხმის მიცემის პროცესს. ებრალიძის განცხადებითვე, კონგრესის წევრები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, კანონის დაცვით პარტია "თავისუფალი საქართველოს" ანგარიშზე შემოწირულობებს გადარიცხავენ.
XS
SM
MD
LG