Accessibility links

logo-print

აშშ-ის საელჩოში საპარლამენტო არჩევნების თაობაზე ვიდეოკონფერენცია მოეწყობა


საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე იმსჯელებენ თბილისი-ვაშინგტონის ვიდეოკონფერენციაზე, რომელიც აშშ-ის საელჩოში 18 საათზე დაიწყება. საელჩოს ცნობით, ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ოპოზიციის ლიდერები და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფიციალური პირები. ოპოზიციის ლიდერები ისაუბრებენ წინასაარჩევნო გარემოზე, შესწორებულ საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კანონის ცვლილებებზე. აშშ-ის საელჩოს განმარტებით, ვიდეოკონფერენცია ვაშინგტონში მომავალი კვირისათვის დაგეგმილი დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მოსამზადებელი ეტაპია. დემოკრატიის ჯგუფი საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში მუშაობს.
XS
SM
MD
LG