Accessibility links

logo-print

აჰმადინეჟადი: ირანი უკან დახევას არ აპირებს


მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან დანიშნული მოლაპარაკების წინ ირანის პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა „უძლიერესი ზეწოლის პირობებშიც“ კი არ დათმობს ბირთვული პროგრამის განხორციელების უფლებას. ხუთშაბათის გამოსვლაში აჰმადინეჟადმა თქვა, დასავლეთმა უნდა იცოდეს, რომ ირანი უკან არ დაიხევს მშვიდობიანი ბირთვული ენერგიის გამომუშავების „მყარი“ უფლებიდანო. 14 აპრილს სტამბოლშია დანიშნული მოლაპარაკება ერთი მხრივ ირანს, მეორე მხრივ კი ბრიტანეთს, ჩინეთს, საფრანგეთს, გერმანიას, რუსეთსა და აშშ-ს შორის. მოლაპარაკების მიზანი თეირანის კამათის საგნად ქცეული ბირთვული პროგრამის ირგვლივ შექმნილი კრიზისის განმუხტვა იქნება. ირანი გამოდის დაპირებით, რომ მოლაპარაკებისას „ახალ ინიციატივებს“ წამოაყენებს - თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს. დასავლეთი ეჭვობს, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობს, თუმცა თეირანი უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG