Accessibility links

logo-print

თურქეთში პოლიციამ სამხედროებზე ზეწოლა განაახლა


თურქეთიდან მოსული ცნობების თანახმად, პოლიციამ გაჩხრიკა ათობით ყოფილი სამხედრო მოსამსახურის სახლები, სამხედრო სტრუქტურების წინააღმდეგ დაწყებული ახალი გამოძიების ფარგლებში. როგორც იუწყებიან, გაცემულია დაპატიმრების ორდერები, მათ შორის გადამდგარი გენერლის, ჩევიკ ბირის სახელზე, პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიმ ერდოანის მთავრობის დამხობის მცდელობის ბრალდებით. მიმდინარე თვეში თურქეთში დაიწყო 1980 წლის სამხედრო გადატრიალების ორი ხანდაზმული ლიდერის სასამართლო პროცესი. ათობით ეჭვმიტანილი - მათ შორის მოქმედი და ყოფილი სამხედროები, პროფესორები, ჟურნალისტები და ადვოკატები - ასევე სასამართლოს წინაშე არიან, მთავრობის დამხობის მცდელობის ბრალდებით. თურქეთში დაძაბულობა უკვე წლებია გრძელდება ერთი მხრივ სეკულარიზმის დამცველებად მიჩნეულ სამხედროებს, მეორე მხრივ კი ედროანის მთავრობასა და მისი სამართლისა და განვითარების პარტიას შორის, რომელსაც ფესვები ისლამისტური აქვს.
XS
SM
MD
LG