Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთში ჭორაობას ბრძოლა გამოუცხადეს


"ჩუმად მგზავრობ - შორს წახვალ" - ასეთი წარწერები გაჩნდა ჩეჩნეთის ტაქსებსა და ავტობუსებში
"ჩუმად მგზავრობ - შორს წახვალ" - ასეთი წარწერები გაჩნდა ჩეჩნეთის ტაქსებსა და ავტობუსებში
ჩეჩნეთის ხელისუფლებმა გადაწყვიტეს ბრძოლა გამოუცხადონ ჭორაობას და მითქმა-მოთქმას. ერთ-ერთი ლოზუნგი, მაგალითად, ამ კამპანიის ინიციატორებისა ხალხს მოუწოდებს „პირი მხოლოდ საჭმელად გააღონ“. მთავრობის ახალგაზრდულმა კომიტეტმა გასულ კვირაში დაიწყო ეს კამპანია, „ ქვეყანა უჭორებოდ“, რომელიც ცდილობს, სხვათა შორის, ავტონომიური რეგიონის მმართველთა პირად ცხოვრებაზე ტყუილისა და სიმართლის გავრცელებასაც შეებრძოლოს. ახალგაზრდული კომიტეტი, ამასთან, აცხადებს, რომ ამ კამპანიამ ტაქსისტებსა და ავტობუსების მძღოლებსა და საზოგადოებას შორის კონტაქტების გაუმჯობესებას უნდა შეუწყოს ხელი. ამ დღეებში
ჩეჩნეთში ჭორებს ებრძვიან
ჩეჩნეთში ჭორებს ებრძვიან
ჩეჩნეთში ავტომანქანების მინებზე გაკრულ ასეთ ლოზუნგებს წაიკითხავდით: „უარი ჭორებს“, „მართე მანქანა დახურული პირით, უფრო შორს წახვალ“, „ჭორი სძულს მამაზეციერსაც“, „პირი გააღე მხოლოდ საჭმელად“. ხალხს სჯერა, რომ ამ ყველაფრის უკან ჩეჩნეთის პრომოსკოვური მმართველი კადიროვი და მისი წრე დგას. მათზე, მათ ოჯახებზე მუდამ ვრცელდება ხოლმე სხვადასხვა ხასიათის ჭორი, რომელიც ხან სიმართლეა, ხან ნახევრად ტყუილი, ხშირად კი - სრული ტყუილი. გროზნოელი სულეიმანი, რომელმაც ჩვენს კორესპონდენტს გვარი არ გაუმხილა, მანქანებზე გამოკრულ ლოზუნგებს გარკვეულ სიბრძნედ მიიჩნევს, მაგრამ იქვე განმარტებას იძლევა:

მსგავსი რამ სტალინის დროსაც ხდებოდა. მაშინაც აძალებდნენ ხალხს ყოფილიყვნენ ფხიზლად და მეზობლის ნალაპარაკევისთვის ყურადღება მიექციათ ...
„ამაში ახალი არაფერია. მსგავსი რამ სტალინის დროსაც ხდებოდა. მაშინაც აძალებდნენ ხალხს ყოფილიყვნენ ფხიზლად და მეზობლის ნალაპარაკევისთვის ყურადღება მიექციათ. ესეც ამგვარი მითითებაა. ტყუილად არ თქმულა, რომ ისტორია შეიძლება განმეორდეს ორჯერ - ჯერ ტრაგედიის სახით, შემდეგ კი უკვე ფარსის ფორმით. არავის არ დავრთავთ ნებას! აბა, გაბედონ! ამისათვის არაა საჭირო ლოზუნგების გამოკვრა.თითოეულმა უნდა დააჭიროს ენას კბილი. არაა საჭირო ზედმეტის თქმა და მორჩა!“

სულიემანი თვლის, რომ ეს კამპანია, რომელმაც ჭორებს უნდა მოუღოს ბოლო, საპირისპირო ეფექტს იქონიებს და ჩეჩნეთის მოხელეთა შესახებ მეტი ჭორის გავრცელებას შეუწყობს ხელს. ჩეჩნეთში გავრცელებული ერთი ჭორი, მაგალითად, ისაა, რომ არც ერთ კაბინეტში არ არის მინისტრი, რომელიც კადიროვს თავისი ხელით ნაცემი არ ჰყავდეს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG