Accessibility links

ფხენიანმა აღიარა რაკეტის წარუმატებელი გაშვება


ჩრდილოეთმა კორეამ აღიარა, რომ წარუმატებლად ცადა რაკეტის გაშვება. სახელმწიფო მედიის თანახმად, ამ ქვეყნის თანამგზავრმა ვერ მოახერხა ორბიტაზე გასულიყო. აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ოფიციალური პირების თქმით, ფრენა დასრულდა პირველ საფეხურზე, სტარტიდან სულ მალე და რაკეტა დაიშალა. მისი ნამსხვრევები ოკეანეში ჩაცვივდა, სეულიდან 165 კილომეტრში. საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმო რაკეტის გაშვების მცდელობა, რაც, დიდი რვიანის თანახმად, გაეროს რეზოლუციის დარღვევას წარმოადგენს. ფხენიანი ირწმუნება, რომ გამოცდას მხოლოდ სამეცნიერო მიზნები ჰქონდა. აშშ, სამხრეთი კორეა და სხვა ქვეყნები თვლიან, რომ ასეთი აქტი სამხედრო-სარაკეტო ტექნიკის გამოცდის დამალვის მცდელობაა ფხენიანის მხრიდან.
XS
SM
MD
LG