Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის უშიშროების სამსახური დოკუ უმაროვს პუტინზე თავდასხმის ორგანიზებაში ადანაშაულებს


რუსეთის დაზვერვის ფედერალურმა სამსახურმა ჩრდილოეთ კავკასიელი მეამბოხეების ლიდერი, დოკუ უმაროვი დადანაშაულა ვლადიმირ პუტინზე თავდასხმის ორგანიზებაში. უწყების ამ განცხადების შესახებ გაზეთი „კომერსანტი“ იუწყება. თავდასხმის სავარაუდო შემსრულებლები, ადამი ოსმაევი და ილიან პიანზინი, უკრაინაში დააკავეს. მათ აღიარეს, რომ უმაროვის დავალებით უნდა წასულიყვნენ მოსკოვში და იქ მოემზადებინათ პუტინზე თავდასხმა. ახლახან მოსკოვის საქალაქო სასამართლომ უარყო ადვოკატების საჩივარი და ძალაში დატოვა ლეფერტოვოს სასამართლოს გადაწყვეტილება მათი დაპატიმრების შესახებ, რაც საჭიროა ეჭვმიტანილების რუსეთში ექსტრადიციისთვის. დოკუ უმაროვი დაუსწრებლად დაპატიმრებულია და მასზე ძებნაა გამოცხადებული დომოდედოვოს აეროპორტში მოწყობილი ტერაქტის ორგანიზებაში ბრალდების გამო. ამ თავდასხმას 36 ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG