Accessibility links

logo-print

სირიაში „ცეცხლის შეწყვეტა“ მოქმედებს, გამოსვლები გრძელდება


ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების მეორე დღეს, ათასობით სირიელი გავიდა ქუჩებში პარასკევს, ანტისამთავრობო პროტესტით. გაეროს შუამავლობით მიღწეული ზავის მიზანია დასრულდეს 13 თვიანი ძალადობა. აქტივისტები იუწყებიან, რომ ჯარისკაცებმა ერთი დემონსტრანტი მოკლეს ქალაქ ჰამაში, როცა დემონსტრანტები პარასკევის ლოცვის შემდეგ მთავარ მოედანზე იკრიბებოდნენ. დემონსტრაციები გაიმართა ჩრდილოეთის ქალაქ ალეპოშიც. უშიშროების ძალებმა ჰაერში ისროლეს და ხელკეტებით სცემეს დემონსტრანტები. დღესვე, უფრო ადრე, სირიის არმიას ბრძოლა ჰქონდა მეამბოხეთა რაზმებთან თურქეთის საზღვართან მდებარე სოფელ ხერბეთ იოზში. ჟენევაში, საერთაშორისო შუამავლის, კოფი ანანის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტას შედარებით იცავენ, თუმცა ანანმა იცის, რომ „ვითარება არ არის სრულყოფილი“.
XS
SM
MD
LG