Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალი გამოეხმაურა რამდენიმე ქვეყნის შეფასებას 8 აპრილს ჩატარებული არჩევნების შესახებ


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა რამდენიმე ქვეყნის შეფასებას იმის შესახებ, რომ 8 აპრილს ჩატარებული „საპრეზიდენტო“ არჩევნები არალეგიტიმური იყო. დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთის ხალხმა პრეზიდენტი კანონის და კონსტიტუციის შესაბამისად აირჩია, თუმცა საქართველოსთან ერთად კიდევ რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა და აზერბაიჯანმა არჩევნები არალეგიტიმურად აღიარა. მსგავს რეაქციას ცხინვალში მიიჩნევენ რეალობასთან შეუსაბამოდ, პოლიტიკურად ანგაჟირებულად და მცდელობად დააკნინონ სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური ინსტიტუტების დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობა - ნათქვამია დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 13 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG