Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის პრემიერი მიანმარს სტუმრობს


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, დევიდ კამერონი, რომელიც ვიზიტადაა მიანმარში, ყოფილ ბირმაში, ამ ქვეყნის პროდემოკრატიულ ლიდერს, აუნ სან სუ ჩის შეხვდა და მოწოდებით გამოვიდა, გაუუქმდეს სანქციები ამ დიდი ხანია იზოლირებულ ქვეყანას. კამერონი ამ მოწოდებით გამოვიდა რანგუნში, სადაც შეხვდა სუ ჩის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატს, რომელმაც თავის მხრივ განაცხადა, რომ სანქციების გაუქმება რეფორმების მომხრეთა პოზიციებს გააძლიერებს. კამერონმა უფრო ადრე მოლაპარაკება გამართა მიანმარის პრეზიდენტ, ტეინ სეინთან, რომელთან საუბრისას განაცხადა, რომ დაწყებული ცვლილებები შეუქცევადი უნდა გახდეს. კამერონი პირველი ბრიტანელი პრემირია, რომელიც მიანმარს ესტუმრა. ამ ქვეყანაში ორი ათწლეულის მანძილზე სამხედრო ხუნტა ბატონობდა.
XS
SM
MD
LG