Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაისი: უშიშროების საბჭო „გმობს“ ფხენიანის მიერ რაკეტის გაშვებას


გაეროში აშშ-ის ელჩის, სიუზან რაისის თანახმად, გაეროს უშიშროების საბჭო „გმობს“ ჩრდილოეთი კორეის მხრიდან რაკეტის გაშვების მცდელობას. თუმცა, რაისის თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია იმის განსაზღვრა, კონკრეტულად რა ზომებს მიმართავს საბჭო ფხენიანის მხრიდან ხუთშაბათს წარუმატებლად განხორციელებული მცდელობის შემდეგ. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ აღიარა, რომ რაკეტის გაშვება მარცხით დამთავრდა - განაცხადა, სატელიტმა ვერ შესძლო ორბიტაზე შესვლაო. რაისის თქმით, უშიშროების საბჭოს წევრებმა „დაგმეს [რაკეტის] გაშვება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის უშიშროების საბჭოს 17-18 და 18-74 რეზოლუციებთან“. აშშ აცხადებს, რომ ფხენიანის მიერ რაკეტის გაშვების გამო გააუქმა ჩრდილოეთ კორეისთვის განსაზღვრული საკვებით დახმარების პროგრამა.
XS
SM
MD
LG