Accessibility links

ევროკავშირი: „ირანთან ბირთვულ სფეროში სტამბოლის მოლაპარაკება „სრულიად განსხვავებულია“


ევროკავშირმა განაცხადა, რომ შაბათის მოლაპარაკება სტამბოლში,“ხუთი პლუს ერთი“, მსოფლიოს ხუთ სახელმწიფოსა და ირანს შორის, მისი ბირთვული პროგრამის გარშემო, სრულიად განსხვავებულია ბოლო შეხვედრისგან, რომელიც შარშან იანვარში მოეწყო. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, კეთრინ ეშტონის წარმომადგენელმა, მაიკლ მანმა მოლაპარაკებათა პირველი რაუნდის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბოლო შეხვედრისგან განსხვავებით, მჯერად დადებითი ატმოსფეროა. მეორე რაუნდი შაბათსვე იმართება, მოგვიანებით. მანმა თქვა, რომ მოლაპარაკებათა მომავალი რაუნდებისთვის საკმარისი წინსვლაა მიღწეული, შექმნილია სამუშაო ატმოსფერო. ირანთან ამ შეხვედრაში გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ წევრთან ერთად გერმანია მონაწილეობს. დასავლეთი ეჭვობს, რომ ირანი თავის ბირთვულ პროგრამას ბირთვული იარაღის შესაქმნელად იყენებს, რასაც თეირანი უარყოფს. ბირთვულ სფეროში თანამშრომლობაზე უარის გამო, დასავლეთმა ირანის მიმართ ეკონომიკური სანქციები დააწესა.
XS
SM
MD
LG