Accessibility links

logo-print

კოლუმბიაში, აშშ-ის საელჩოსთან ბომბი აფეთქდა


ამერიკის ქვეყნები სამიტზე, კოლუმბიაში5 აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამასჩასვლის დღეს, დედაქალაქ ბოგოტაში, აშშ-ის საელჩოსთან მცირე ბომბი აფეთქდა. ამავე დღეს, კარტახენაში, სადაც სამიტი იმართბა, ავტობუსის გაჩერებასთან გაისმა ორი აფეთქების ხმა. პოლიციის თანახმად, აფეთქებებს მსხვერპლი და ზარალი არ მოჰყოლია. ამავე დროს, კოლუმბიაში ბარაკ ობამას ჩასვლამდე, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის 12 აგენტი გაათავისუფლეს სამსახურიდან შეუფერებელი საქციელის გამო. „ასოშიეიტიდ პრესი“ იუწყებოდა უცნობ წყაროზე დაყრდნობით, რომ საქციელი უკავშირდება პროსტიტუციას კარტახენაში. საიდუმლო სამსახურმა არც უარყო, არც დაადასტურა ცნობა, მისმა წარმომადგენელმა, ედ დონოვანმა თქვა,რომ გაიგზავნენ ახალი აგენტები, ძველების შესაცვლელად. ამერიკის ქვეყნების სამიტში, რომელიც შაბათ-კვირას იმართება, 30-მდე ქვეყნის ლიდერები მონაწილეობენ.
XS
SM
MD
LG