Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭო მიემხრო სირიის შესახებ რეზოლუციას


გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომლის თანამხად, სირიაში, მთავრობის ჯარსა და მეამბოხეთა რაზმებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების სამეთვალყურეოდ გაემგზავრება პირველი ჯგუფი, 30 შეუიარაღებელი მეთვალყურე. მათი გამგზავრება რამდენიმე დღეში მოხდება. სირიელი აქტივისტები იუწყებიან, რომ მთავრობის ჯარმა ჭურვები ესროლა მეამბოხეთა ადგილსამყოფელს ქალაქ ჰომსში. სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიხოცა მთავრობის ჯარსა და მეამბოხეთა შორის შეტაკებების დროს. გაეროში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ გრანტ ლაილმა დღეს ნიუ იორკში განაცხადა, რომ სირიაში შარშან მარტის შემდეგ სულ დახოცილია ათი ათასი ადამიანი, ამდენივე დაპატიმრებულია და 45 ათასმა კი ქვეყანა დატოვა.
XS
SM
MD
LG