Accessibility links

ბელორუსიაში ციხიდან გაათავისუფლეს ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი, სანიკოვი


ბელორუსიის საპრეზიდენტო არჩევნების ყოფილი კანდიდატი, რომელიც საპატიმროში იმყოფებოდა, დღეს გაათავისუფლეს. სანიკოვმა უფლებადამცავ საინტერნეტო საიტს, „ხარტია-97-ს“, ტელეფონით შეიტყობინა, რომ განთავისუფლებულია შეწყალების შესახებ პრეზიდენტის 14 აპრილის განკარგულების თანახმად. მან იქვე მაღალი შეფასება მისცა მხარდაჭერას, რომელიც მომხრეებმა გაუწიეს. ანდრეი სანიკოვი 2010 წლის 19 დეკემბერს დააპატიმრეს, მასობრივი დემონსტრაციების შემდეგ, რომელთა მონაწილეები საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების გამო გამოთქვამდნენ პროტესტს.
XS
SM
MD
LG