Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვეტაში შიიტების დახოცვისთვის პასუხისმგებლობა თალიბებმა იკისრეს


პაკისტანელმა თალიბებმა განაცხადეს, რომ ისინი კისრულობენ პასუხიმგელობას შაბათს ექვსი ხაზარელი შიიტის დახოცვისთვის ქალაქ კვეტაში, ბელუჯისტანის პროვინციაში. ეს განუცხადა ჯგუფ „ტეჰრიკ-ე-თალიბანის“ წარმომადგენელმა რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახურს, რადიო მაშაალს. ხაზართა დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, აბდულ ჰალიკმა უთხრა ამავე სადგურს, რომ თავდასხმამდე 24 საათით ადრე, ბელუჯისტანის გუბერნატორმა მზადყოფნა გამოთქვა, მიმართოს გადამჭრელ ზომებს, რათა ბოლო მოეღოს რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე ხოცვას.
XS
SM
MD
LG