Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში კიდევ ერთი ოპოზიციონერი გაუშვეს ციხიდან


ბელორუსი დემოკრატი აქტივისტი, დმიტრი ბანდარენკა გაათავისუფლეს დღეს ციხიდან. მისი საპატიმროდან გაშვება მოჰყვა 14 აპრილს, სხვა ოპოზიციონერის, ყოფილი საპრეზი;ენტო კანდიდატის, ანდრეი სანიკოვის განთავისუფლებას. ბანდარენკას, რომელიც სანიკოვის სარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა, ორი წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მას განაჩენი გამოუტანეს 2011 წლის აპრილში მისი როლისთვის მინსკში მოწყობილ დემონსტრაციაში, რომელიც ალექსანდრ ლუკაშენკას ხელმეორედ არჩევის წინააღმდეგ იყო მიმართული. სანიკოვი, რომელიც ადრე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, მინსკში ჩავიდა, სადაც მას, რკინიგზის სადგურზე, ასამდე მომხრე დახვდა. ევროპის კავშირი მოუწოდებს მინსკს, გათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი. ბელორუსის ოფიციალურ წარმომადგენლებს და ზოგიერთ ფირმას დასავლეთმა სანქციები დაუწესა.
XS
SM
MD
LG