Accessibility links

ქაბულის თავდასხმებისთვის პასუხისმგებლობა თალიბებმა იკისრეს


ავღანელი თალიბების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისმა გაერთიანებამ, სხვა შეიარაღებულ რაზმებთან შეათანხმებით მოაწყო თავდახმების სერია კვირას ქაბულში. ქაბულში ისმოდა აფეთქებების და სროლის ხმა იმ არეალში, რომელსაც უშიშროების ძალები მტკიცედ იცავენ და რომელშიც განთავსებული ადასავლეთის ქვეყნების საელჩოები, ავღანეთის პრეზიდენტის სასახლე, ასევე ნატოს და გაეროს ოფისები. თალიბანს წარმომადგენელმა, ზაბიულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ მათი მთავარი სამიზნე ბრიტანეთის და გერმანიის საელჩოები და ნატოს შტაბბინა იყო.
მისივე თქმით, განხორციელთა თავდასხმა პრეზიდენტის სასახლეზეც. სხვა წყაროებს ცნობა არ დაუდასტურებიათ. თავდასხმა მოხდა ასევე ავღანეთის პარლამენტზე, სადაც უშიშიროების ძალებს სროლა ჰქონდათ გამართული შეიარაღებულ თავდამხმელებთან. თვითმხილველები იტყობინებიან, რომ არაერთი შენობიდან ამოდიოდა კვამლი, გაისმოდა საგანგაშო-საევაკუაციაო სირენების ხმა. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თანახმად, ბრძოლა ქალაქში გრძელდება, ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება. ავღანეთის ხელისუფალთა თანახმად, მეამბოხეთა გამოსვლები, ნანგარჰარსა და პაქტიაში ჩახშობილია. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, ყველა თავდასხმაში მონაწილეობდა ,“ჰაკანი“, მეზობელ პაკისტანში დაფუძნებული დაჯგუფება.
XS
SM
MD
LG