Accessibility links

პაკისტანში შეიარაღებულმა პირებმა საპატიმროდან ასეულობით ტუსაღი გაათავისუფლეს


პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში, ადრე დილით მოწყობილი თავდასხმის შედეგად, შეიარაღებულმა პირებმა საპატიმროდან გაათავისუფლეს ოთხასამდე ტუსაღი. პაკისტანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჩვენს რადიოს უთხრა, რომ ქალაქ ბანუში, ციხეზე თავდასხმის მომწყობებს მიზნად ჰქონდათ, ადნან რაშიდის განთავისუფლება, პირისა, რომელიც ყოფილ პრეზიდენტ, ფერვეზ მუშარაფზე თავდასხმის მოწყობაში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს. ცნობით, საპატიმრო დატოვა 384-მა პირმა.
XS
SM
MD
LG