Accessibility links

logo-print

მსოფლიოში „ტიტანიკის“ კატასტროფის ასი წლისთავს აღნიშნავენ


ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილოებას, ასი წლის წინ ატლანტის ოკეანეში ჩაძირული გემის „ტიტანკის“ კატასტროფის მოსაგონებლად მოწყობილ შეხვედრებში, თვით გემის ავარიის ადგილზე, გაშლილ ზღვაში. „ტიტანიკი“ ინგლისიდან ნიუ იორკში მიცურავდა, როცა 14 აპრილს, 1912 წელს, აისბერგს შეეჯახა და 15 აპრილს ჩაიძირა. მასზე მყოფი 2208 ადამიანიდან 1500 დაიღუპა. გემის ჩაძირვის ადგილას, ოკეანეში, მივიდა ხომალდი „ბალმორალი“, რომელზე მყოფებმა პატივი მიაგეს გემზე დაღუპულების ხსოვნას. საგანგებო ცერემონია მოეწყო, კანადაში, ჰელიფაქსში, სადაც 150 დაღუპულია დაკრძალული. ინგლისში, ქალაქში, საიადანც გეიმს კაპიტანი იყო, 300 კაცი დაესწრო „ტიტანიკის“ ჩაძირვის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიას.
XS
SM
MD
LG