Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა პალესტინელთა ტერიტორიაზე არ შეუშვა უცხოელი პრო-პალესტინური აქტივისტები


ისრაელმა დააპატიმრა 30 პრო-პალესტინური აქტივისტი ევროპიდან, რომლებიც ჩავიდნენ ბენ გურიონის სახელობის აერპორტში, სადაც გაძლიერებულია უსაფრთხროების ზომები, პრო-პალესტინური აქციის მონაწილეთა ჩასვლის გამო. აქციის მომწყობთა მიზანია, საზოგადოების ყურადღება მიაქციონ ისრაელის მიერ პალესტინელთა ტერიტორიების ოკუპაციის პრობლემას. ამ აქციის ჩარჩოებში პალესტინელთა ტერიტორიაზე უნდა გახსნილიყო სკოლა და მუზეუმი. ინციატივის სახელწოდებაა „მოგესალმებით პალესტინაში“. მასში მონაწილეობის მიღების მსურველთ თვითმფრინავებში ასვლის უფლება არ მისცეს რომში, ჟენევაში და სხვა ქალაქებში. რამდენიმე ასეულმა მათგანმა საპროტესტო აქცია გამართა, მათ თავიანთი ქვეყნების მთავრობებს ბრალი დასდეს, რომ ისრაელის ქმედებას ყურადღებას არ აქცევენ. ისრაელის პოლიციის ცნობით, ტელ ავივის აეროპორტში დაკავებულებს დაკითხვის შემდეგ დეპორტირებას უკეთებენ. ისრაელის ხელისუფლებამ ადრე გაუგზავნა ევროპის ავიაკომპანიებს სია პირებისა, რომლებსაც ეკრძალებათ ისრაელში შესვლა. საერთაშორისო აქტვისტებს სურდათ ჩასულიყვნენ პალესტინელთა ტერიტორიაზე, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, მაგრამ ისრაელმა განაცხადა, რომ პროვოკატორებს თავის ტერიქტორიაზე არ გაატარებს. პრემირმა ნეტანიაჰუმ თქვა, რატომ ჩამოდიან აქ, ახლო აღმოსავლეთის ერთადერთ რეალურ დემოკრატიაში, რატომ არ მიდიან სირიაში, ირანში, ან ღაზაში, თუ ადამიანის უფლებების კონტროლი სურთ, იქ წავიდნენ, ნახონ და მერე ვისაუბროთო.
XS
SM
MD
LG