Accessibility links

logo-print

სირიაში შეტაკებები გრძელდება გაეროს მეთვალყურეების იქ ჩასვლისთვის მზადების ფონზე


სირიის ოპოზიციური აქტივისტების ცნობით, სირიის სამთავრობო ძალებმა კვირას ცეცხლი დაუშინეს ქალაქ ჰომსის ცენტრალურ არეალს. ამავე ცნობით, ბრძოლა იყო წუხელ ქალაქ ალეპოშიც. ძალადობა გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ სირიაში მთავრობის არმიასა და მეამბოხეთა შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაა მიღწეული გაეროს შუამავლობით. გუშინ გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ამ შეთანხმების სამეთვალყუროდ სირიაში საგანგებო ჯგუფის ჩასვლას ითვალისწინებს.სირიის მთავრობამ განაცხადა, რომ ის პასუხს გასცემს მეამბოხეთა გახშირებულ იერიშებს.
XS
SM
MD
LG